საქმე ისაა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, თითქოს, გუნდის ახალი ხელმძღვანელობა ქართველი სპეციალისტის მოხსნას აპირებს:
"მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე ჩვენ გვაკმაყოფილებს, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური კუთხით.
სხვანაძესთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის ვეუბნები მას, რომ ყურადღება არ მიაქციოს ჭორებს", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.
გასიმოვმა აღნიშნა, რომ კლუბმა ექსფეხბურთელებს დავალიანების დიდი ნაწილი დაუფარა, მათ შორის, ბაჩანა ცხადაძესაც, რომელმაც "ინტერს" ვალის ნახევარი აპატია.