"სპარტაკის" მწვრთნელი: "ამკარსა" და "ანჟისთან" ჯანო ანანიძემ მოგვაგებინა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, წარსულში ამ გუნდისა და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა იგორ ტიტოვმა sovsport.ru-სთან საუბრისას ჯანო ანანიძეც ახსენა.

ტიტოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში "ამკარსა" (2:1) და "ანჟისთან" (4:0) მოპოვებულ გამარჯვებებს "სპარტაკი", უმთავრესად, ქართველ ნახევარმცველს უნდა უმადლოდეს.

ორივე თამაშში ჯანო მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
იხილეთ ვიდეო
ჯანოს საგოლე პასი "ანჟისთან" მატჩში
Sportall.Ge

"... რა თქმა უნდა, "ამკართან" მატჩში ჯანო ანანიძის გამოსვლამ გუნდს სიმსუბუქე და კრეატივი შესძინა. ის ძალიან გონიერი ფეხბურთელია. უჭკვიანესი! მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმები არ აძლევს მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშის
საშუალებას.

თუკი ავიღებთ "ამკარსა" და "ანჟისთან" შეხვედრებს, მოედნებზე სწორედ მისმა შემოსვლებმა განაპირობა შედეგი", - თქვა ტიტოვმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Fეხბურთელისთვის იღბალი აუცილებელი რამაა ,თუ ცოტა არ გაგიმართლა კიდეც მარტო ნიჯი არაა საკმარისი!სამწუხაროდ ანანიძეც იმ უიღბლოთა სიაში შედის როგორებიც არიან ასათიანი,ყენია,გოცირიძე და რავი კიდე სხვანი. ეს უცებ რაც მომაგონდა ისინი არიან.ვფიქრობ ჯანოს ჯერ კიდე ყველაფერი წინ აქვს და მიაღწევს თავისას!!!
Zviad
29 მარტი 2016 07:32
0
dato

რატომ საშუალომდე ქაჩავს!ეგაა ოღონდ წინ ვერ მიდის
დათო
29 მარტი 2016 01:44
0
საქართველოში იმდენი პერსპექტიული ფეხბურთელი დარჩა ჯანო მაგათთან არაფერია
sos
28 მარტი 2016 19:12
0
ზოგადად ანანიძე დარჩა 17 წლის ამომავალ ვარსკვლავად, მისგან საშუალო დონის ფეხბურთელიც არ დადგა. ახლა ნურავინ დამიწყებს მტკიცებას თუ რატომ მოხდა ასე, მე ფაქტი ავღნიშნე.:)
dato
28 მარტი 2016 17:00
0
ლედი-ის
ისე არ გეწყინოს მარა ფეხბურთის საიმში არ ხარ, თუ რამე პრეტენზია გაქვს სიას ჩამოგიწერ შენს არ ცოდნაზე :)
mateusa
28 მარტი 2016 16:29
0
ნეტა რას აქებტ ვერ გავიგე სილ ვარსკვლავებს წყვეტს არა რუსეტის ცემპიონატსი ხო ბომბარდირია არადაწერეტ რამდენი გოლი აქვს გატანილი არ ეწყინოს არავის ნეტა მაგარი პეხბურტი იტამასოს და გაახაროს საქარტველო მაგრამ არამგონია ეს სეზლოს ყენიასავიტ მარად პერსპექტიული დარცა დამტავრდა იზახიან მწრტვნელიო მწრტვნელი რას გიზამს პეხბურტელს ტუ საგოლე მომენტის სექმნა არ სეუზლია და ტუ სემტხვევიტ სეიქმნა მომენტი მისი გამოყენებაც არ სეგიზლია
ledi
28 მარტი 2016 16:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული