დამატებითი მოტივაცია ანინიძისთვის - დღეს ჯანოს "სპარტაკის" სასტარტოში ელიან

AutoSharing Option
დღეს, 2 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის ერთ-ერთ მთავარ მატჩში, ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდებიან - სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "როსტოვი" მეხუთე ადგილოსან მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 სთ-ზე დაიწყება.

მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თუ ნაკლებად მოსალოდნელია ნიკა კაჭარავას გამოჩენა, ავტორიტეტული რუსული სპორტული გამოცემის "სპორტ-ექსპრესის" პროგნოზით, "სპარტაკის" ძირითადში ჯანო ანანიძეს ვიხილავთ. ამ ვარაუდს გარკვეულწილად, მოსკოველთა გუნდის შემადგენლობაში ტრავმირებული შემტევი ნახევარმცველის კვინსი პრომესისა არყოფნაც ამყარებს.

მომავალ მატჩს სტატიას უძღვნის საიტი sportdialog.ru, რომელიც ჯანო ანანიძეს ცალკე ქვეთავს
უთმობს. საიტი ვარაუდობს, რომ "როსტოვი", მინიმუმ, ვერ მოიგებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ანანიძეც იქნება. შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე გასულ სეზონში "როსტოვში" იჯარით თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად რუსეთის თასის მფლობელიც გახდა.

"ჯანო ანანიძე - ესაა ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა "როსტოვში" და რომელსაც უთამაშია "როსტოვის" წინააღდეგ. შესაბამისად, ის ჩვენთვის საინტერესოა.

"როსტოვში" იჯარამდე ქართველმა ნახევარმცველმა ექვსჯერ ითამაშა დონელთა წინააღმდეგ, საიდანაც ოთხჯერ "სპარტაკმა" მოიგო.  27-ე ტურში სპარტაკელებმა ანგარიშით 5:1 მოიგეს, ერთ-ერთი გოლი კი ჯანომ გაიტანა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ანანიძესთან ერთად მოგებულ ოთხიდან სამ მატჩში, მოსკოველებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

ანანიძეს, ისევე როგორც პოპოვს, დასამტკიცებელი აქვს "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელისთვის. და სწორედ ამის გამო, თუკი მოედანზე გასვლის შანსი მიეცემა, ჯანო თავს არ დაზოგავს.

და რა თქმა უნდა, ანანიძისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ გარჯა, რომელთან ერთადაც რუსეთის თასი მოიგო", - წერს სტატიის ავტორი ნიკოლაი კუზინი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
rusebs da mat gamocemebs endo chveni mteri ((((ananidze vafshe ganscxadshic araa da tan 2:0sac agebs qe gecodinabat chemsavit.magram es 18 wlis melqadze vinaa ganacxadshi royavs???
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული