ვაკო ყაზაიშვილი: სათადარიგოთა სკამზე ჩემი ყოფნა არანორმალურია

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ფორვარდმა ვაკო ყაზაიშვილმა De Gelderlander-თან ბოლო თამაშებში სათადარიგოთა შორის მისი ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.

ჰოლანდიური vitesseinside.nl-ი კი არნემელთა მთავარი მწვრთნელის, რობ მაასის გადაწყვეტილებებს უცნაურს და არალოგიკურს უწოდებს - მან ჯერ გუნდის კაპიტნის, ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას მარჯვენა მცველად მოსინჯვა სცადა, ახლა კი ვაკო ყაზაიშვილი დასვა სკამზე, რომელსაც მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი.

"ვერაფერს ვიტყვი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ამიტომ სჯობს მას ჰკითხოთ, მაგრამ მე ნორმალურად არ მიმაჩნია სათადარიგოთა სკამზე ჩემი ყოფნა", - განაცხადა ქართველმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაკო გენაცვალე, დროა დატოვო ეგ გუნდი.
sake
20:57 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული