"ვიტესის" თავკაცი: ვაკო ყაზაიშვილს ორი გზა აქვს - ბრძოლა და კიდევ ბრძოლა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ ვერ ეგუება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. შეგახსენებთ, რომ ხელდერლანდის დერბიში "ნეიმეგენთან" ვაკო მხოლოდ შეცვლაზე შევიდა.

ვაკო ყაზაიშვილი: სათადარიგოთა სკამზე ჩემი ყოფნა არანორმალურია

"ფუტბალ ინტერნასიონალთან" საუბარში რობ მაასმა ახსნა, რატომ არ ათამაშებს ვაკო ყაზაიშვილს სასტარტოში:

"ვაკოს სტატუსი კლუბში შეცვლილია. ის აღარ არის ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი. ის ახლა სოლიდური, საბაზო ფეხბურთელია, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მან მართლაც ძალიან კარგად ითამაშა რამდენიმე შეხვედრაში, მაგრამ თუ მოუკლებს, გუნდში ყოველთვის არის კონკურენცია. ის იმედგაცრუებულია, მაგრამ სწორედ ის
მომენტია, როგორ უნდა ებრძოლოს ამ იმედგაცრუებას. მას ბევრის მომატება შეუძლია საკუთარ თამაშში.

ერთ დროსაც, ის შეიძლება ტოპ-გუნდში გადავიდეს და იქ მას ყოველთვის შეხვდება ისეთი სიტუაცია, სადაც 20-22 მაღალი კლასის ფეხბურთელია. სჯობს, აქედანვე მოემზადოს.

გუნდი ყოველ კვირა უნდა გამოდიოდეს ოპტიმალური შემადგენლობით იმ მომენტისთვის. გიჟი ხომ არ ვარ, რომ არ მქონდეს არჩევანი. ვაკომ უნდა იცოდეს, რომ მის პოზიციაზეც გვყავს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები.

იმედგაცრუება სპორტის თანმდევია. მესმის, რომ ის იმედგაცრუებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალია - უნდა იბრძოლო და უნდა იბრძოლო", - განაცხადა მაასმა, რასაც ჟურნალისტის ლოგიკური კითხვა მოჰყვა:

- და რას აკეთებს ამ შემთხვევაში ყაზაიშვილი?
- ის იმედგაცრუებულია...

შეგახსენებთ, რომ რობ მაასმა ზამთარში შეცვალა პეტერ ბოში. მას მერე გუნდში პერიოდულად აქვთ პრობლემები სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით მოწინავე ფეხბურთელებს, მაგალითად, კელვინ ლეერდამსა და გურამ კაშიას.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბსოლუტურად მართალს ამბობს, ეხლა იმედგაცრუება დანაშაულია, პირიქით უნდა მიხვდეს რას აკლებს და ყველაფერი გააკეთოს რომ გამოსწორდეს.... ესეც რუსეთი ხომ არ არის რომ ქართველებს არ ათამაშებდნენ....
ტესტი
20:01 06-04-2016
0
მწვრთნელს აშკარად უნდა ვაკომ უფრო რომ მოუმატოს და შემდეგ მაგალ დონეზე ავიდეს- ამდენ ახსნა განმარტებას არცერთი მწვრთნელი ისე არ გააკეთებდა.
vato
20:02 06-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული