U21. არაბიძე შეუჩერებელია - გიორგის ულამაზესი გოლი და საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე 9 აპრილს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 21-ე ტურში გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

არაბიძის "შახტარი" "სტალს" სტუმრობდა და მეტოქეს ანგარიშით 4:2 სძლია. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეხვედრის 29-ე წუთზე მიითვალა, როცა დონეცკელები 0:1-ს მარცხდებოდნენ და გიორგის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს გოლი მოჰყვა.

66-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, არაბიძემ საჯარიმო გამოიმუშავა, თავადვე შეასრულა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მატჩის 89-ე წუთზე შეცვალა.

- გიორგი არაბიძის ბრწყინვალე საჯარიმო და გოლი "შახტარის"
19-წლამდელებში [VIDEO]


აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრის წინ დონეცკელთა პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ჟურნალისტებმა არაბიძეზე ჰკითხეს, თუ რატომ არ ვარჯიშობს ის პირველ გუნდთან ერთად, რაზეც სპეციალისტმა შემდეგი პასუხი გასცა: "როგორც იცით, დღეს დუბლების თამაშია და არაბიძეც იქაა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "შახტარის" 21-წელამდელთა გუნდი 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილებს კიევის "დინამოსთან ერთად იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბოგმებო და არაფრის მაქნისებო სოგმა დაიოკეტ სხვას რომ აკრიტიკებტ ერტი ტკვენ რისი მაქნისები ხარტ ცარმატება რომ უსურვოტ ამ ბიცჰ პირიკიტ ბოგმას ანტხევტ ქარტულ ერს ეს ტან გვაკვს
gela
13:52 11-04-2016
0
აუ უბანში როცა ვთამაშობდით ბიჭები იცი რა ჯარიმებს ვიტანდით და რას ვქუსლაობდით,მაკრატელები "პაცებია"და რავიცი რა არ გამოგვდიოდა, დილით უთენია ვდგებოდით და საღამომდე ფეხბურთით ვცხოვრობდით მთელი უბანი 90იანებში, მაშინ არც კი იყო სხვა გასართობი.. ამას რატო მოვყევი, მასეთ ჯარიმას უბანში იტანენ ბიჭები, ნუ წაიღეთ ტვინი მართლა რა, საცოდაობაა ეს ყველაფერი, სტიმულს კი არ აძლევთ მაგით, იმას ფიქრობენ რო ვსოო მორჩა მიაღწიეს.. და რას მიაღწიეს სინამდვილეში? ..ხეხავენ დუბლების ზამენას და .. არიან საერთოდ ..., მიღწეულზე ილაპარაკეთ, არაბიძე მიღწევადიც არარის ჯერ სწავლობს, ნუ შექმნით მესიას მისთვისავეა ცუდი...
ოპაა ჯერ კიდევ ... ქართული ფეხბურთი
basko
08:52 11-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული