დენის ირვინი: ჭკვიანი მეტოქე იქ გათამაშებს, სადაც შენი ადგილი არ არის, ქინქლაძე ასეთი იყო

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიოსონის "მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრ კაშკაშა ვარსკვლავს უთამაშია, მაგრამ თავად შოტლანდიელი თავკაცი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი უპირველესი მიგნება მცველი დენის ირვინია, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეეძლო დაცვის ორივე ფლანგზე თამაში.

Sport360-მა ახლახან ვრცელი ინტერვიუ გააკეთა დენის ირვინთან, სადაც მას, ძირითადად, ჟოზე მოურინიოზე, ლუი ვან გაალსა და სერ ალექსზე ეკითხებიან. ჩვენი ყურადღება კი ერთ-ერთ კითხვაზე ირვინის პასუხმა მიიქცია:

- ვინ იყო თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე?
- ჯონ ბარნსი 80-90-იანი წლების დიდებული ფეხბურთელი იყო. ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელები ორ კატეგორიად იყოფიან. ერთნი ბურთს
მიიღებენ და გარბიან საჯარიმოში ჩასაწოდებლად, მაგრამ არიან ინტელიგენტი მოთამაშეებიც, კარგი დრიბლიორები, რომელთაც გუნდის კომბინაციებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

გეორგი ჰაჯი დიდებული ფეხბურთელი იყო, ხრისტო სტოიჩკოვი და გიორგი ქინლაქაძეც. ჭკვიანი მეტოქე მოედნის იმ არეალში გათამაშებს, სადაც შენი ადგილი არ არის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხ. მარტო სიზარმაცით?
რეალობა
23:37 11-04-2016
0
როგორ გაიფუჭე თავი სიზარმაცით დიდო ქართველო ტალანტო....
zura88
20:16 11-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული