გიორგი აბურჯანია "ოვიედოსთან" მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს

AutoSharing Option
ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში ვერ ითამაშებს.

ოთხშაბათს აბურჯანიამ გუნდის ვარჯიშზე ერთ-ერთ ორთაბრძოლისას კოჭი გადაიტრიალა. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, საბედნიეროდ, ტრავმა არც ისე სერიოზული გამოდგა და მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მორიგ ტურს "ხიმნასტიკი" ხვალ "ოვიედოს" წინააღმდეგ გამართავს. აბურჯანიას გუნდი 33 ტურის შემდეგ 52 ქულით მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული