"ის, რომ კარი მშრალად შევინახე - მთელი გუნდის დამსახურებაა!"

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში "დინამოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლორიას გუნდმა "დინამო" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

"ის, რომ კარი მშრალად შევინახე - მთელი გუნდის დამსახურებაა. რთული შეხვედრა იყო. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, ისევე, როგორც ჩვენს მეტოქეს.

ალბათ, ჩვენ უფრო გაგვიმართლა, ამიტომაც ახლა სატურნირო ცხრილში "დინამოზე" ზემოთ ვართ.

მომდევნო შეხვედრაში დაცვაში უფრო უკეთესი თამაში გვმართებს, შეტევაში კი - მომენტების რეალიზება", - ციტირებს ლორიას სიტყვებს "ჩემპიონატის"
კორესპონდენტი ვლადისლავ გრინჩიკი.

24 ტურის შემდეგ ლორიას გუნდი 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული