ვაკო ყაზაიშვილი: ვითამაშებდი თუ არა "აიაქსში"? რა თქმა უნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. არნემის "ვიტესის" ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც დასძინა, რომ სიამოვნებით მოირგებდა ამსტერდამის "აიაქსის" ფორმას.

"რა თქმა უნდა, არ ვიცი, ვინ გახდება ჰოლანდიის ჩემპიონი, თუმცა ამ რბოლაში ჩემი ფავორიტი "აიაქსია". მე ის დიდ გუნდად მიმაჩნია. თქვენ მეკითხებით, ვითამაშებდი თუ არა ამ გუნდში? რა თქმა უნდა, ვითამაშებდი... ჩემი მიზანია, სამომავლოდ უფრო ძლიერ პირველობაზე ვითამაშო. მინდა ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც და ვფიქრობ, ეს სავსებით ბუნებრივია", - თქვა ყაზაიშვილმა.

მან ასევე
შეაფასა ორი დღის წინ გამართული შეხვედრა, რომელშიც მისმა და გურამ კაშიას "ვიტესმა" გასვლაზე 0:2 წააგო ჩემპიონობის მაძიებელ "პსვ ეინდჰოვენთან".

"ჩვენ უკეთ ჩავატარეთ მეორე ტაიმი. თუ გახსოვთ, თამაშის ამ ნაწილში პირველი სახიფათო მომენტი სწორედ ჩვენ შევქმენით. ჩანდა, მოწინააღმდეგე ჩვენს შეცდომებს ელოდებოდა და, სამწუხაროდ, ეს შეცდომები დავუშვით კიდეც", - ამბობს ყაზაიშვილი.

მას 2018 წლამდე აქვს კონტრაქტი "ვიტესთან", თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბს მანამდე დატოვებს და უკეთეს გუნდში (და იქნებ, ლიგაშიც) გადაბარგდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
aiaqsis ragitxra mara reali da barsa xocaven ertmanets turne sm bichis gamo da dges baierni da sitic chartulan am brzolashi)))..gmertma gisminos bizia mara,aiaqsshi kiara suodnav konkurentic rom gyavdes mag soplis gundshi sadacexlaxar gaxexavdi skams..ise chempinligis ragitxra da umagles ligashi uechvelia sheni da kankavas bolo
0
უნამუსო ხარ!
666-s
13:14 21-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული