ჯანლუკა დი მარციო: რომან ჭანტურიას ეს დღე დიდხანს ემახსოვრება

AutoSharing Option
20 აპრილს 20 წლის რომან ჭანტურია კარიერაში პირველად მოხვდა სერია A-ს მატჩის განაცხადში - ის "ემპოლის" სათადარიგო იყო ლევან მჭედლიძესთან ერთად "ვერონასთან" მატჩში (1:0). მჭედლიძე მატჩის მიწურულს მოედანზე გავიდა, ჭანტურიას დებიუტი კი გადაიდო.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ოფიციალურ ვებსაიტზე ტრადიციულ ტურის მიმოხილვაში.

"მარკო ჯამპაოლომ პრიმავერადან ორ ახალწვეულს დაუძახა პირველ გუნდში. ესენია: ალბერტო პიჩი, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია და გამთამაშებლადაც შეუძლია თამაში და რომან ჭანტურია - ცენტრფორვარდი.

პიჩიმ 71-ნომრიანი მაისურა აირჩია,
ჭანტურიამ კი - 99. ჭანტურია პრიმავერას სეზონის მთავარი ვარსკვლავი იყო. მათთვის აუცილებლად უდიდესი ემოცია იქნებოდა სერია A-ს სამყაროში მოხვედრა და ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ ცხოვრებაში".

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიამ "ემპოლის" დუბლებში 16 თამაშში 13 გოლი გაიტანა. ის ერთი პერიოდი ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ტრავმამ ლიდერებს ჩამოაშორა.

რომან ჭანტურია მომავალ სეზონში "ემპოლის" სარეზერვო გუნდში ვეღარ ითამაშებს. მისთვის ორი ვარიანტია: ან პირველ გუნდში აიყვანენ, ან სხვა კლუბში გაანათხოვრებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
am bichshi me piradad vxedav udides motivacias ratomgac zalian magrad var darwmunebuli rom napolshic darcheba da upro did grandebshic itamashebs..tan romityvian sportuli igbalic dasdevs golebs vgulisxmob.WARMATEBEBI
0
666 jer is gaarkvie napolishia tu empolishi :))
Emre
15:41 21-04-2016
0

სიახლეები პოპულარული