- ვინ არის რომან ჭანტურია და რით დაიმსახურა "ემპოლის" მწვრთნელის ყურადღება
- უპირველესად, ტოპლიგაში გამოჩენას გილოცავთ...
- დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ არ მითამაშია, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. სერია A-ში თამაში ძალიან ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა და ამ საოცნებო ლიგაში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯი გადავდგი.
- ადრე "ლელოსთან" ინტერვიუში თქვით კიდეც, რომ მთავარ გუნდში გადასვლის იმედი გქონდათ...
- დიდი ხანია, მთავარ შემადგენლობაში ვვარჯიშობ და შეიძლება ითქვას, ადაპტაციის პერიოდიც გავიარე. ამ მხრივ, ლევან
- ისეთი დარწმუნებული ლაპარაკობთ, ეტყობა, მწვრთნელმა მიგანიშნათ ამაზე...
- "ემპოლის" მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოსგან, რაც გუნდში მოვიდა, კეთილგანწყობას ყოველთვის ვგრძნობდი. ის ხშირად მელაპარაკება. მთავარ გუნდში დაწინაურებას ამიტომაც ველოდი. თანაც, კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით გავახანგრძლივე და ახლა "ემპოლის" ჩემი ტრანსფერი 2019 წლამდე ეკუთვნის.
- ამბობდით, რომ შესაძლებელი იყო, იჯარით სერია B-ს რომელიმე გუნდში წასულიყავით. კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ვარიანტს გამორიცხავს?
- ჯერჯერობით, საიჯარო ვარიანტზე ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ზაფხულში, მოსამზადებელი პერიოდის წინ გადაწყდება.
- ამხელა შანსი გაქვთ და წასვლაზე რატომ ფიქრობთ?
- ადრე ვფიქრობდი, ახლა კი ნამდვილად არ ვფიქრობ წასვლაზე, როცა გუნდში ასე მენდობიან და მომავალი სეზონისთვის მამზადებენ. არა მგონია, პრეზიდენტმა ჩემი გუნდიდან იჯარით წასვლის ან გაყიდვის ვარიანტი განიხილოს. ამიტომ მინდა, რაც შეიძლება მალე მოვახერხო იმ გუნდში და ზოგადად სერია A-ში დამკვიდრება.
საამისოდ, ისღა დამრჩენია, თავდაუზოგავად ვივარჯიშო და შანსი რომ მომეცემა, დავამტკიცო - სერია A-ში თამაში შემიძლია.
- ახალ კონტრაქტში თქვენი გამოსასყიდი თანხა დასახელებულია?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კონფიდენციალურია და პირადი კონტრაქტის მუხლების გამხელა არ შემიძლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"