ჯანო ანანიძე "სპარტაკის" მთავარი გუნდის ნაცვლად დუბლებში ითამაშებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დღეს, 22 აპრილს, მოსკოვური გუნდის დუბლებში ითამაშებს.

ინფორმაციას ამის შესახებ გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

25-ე ტურის ფარგლებში, მოსკოვური გუნდის დუბლები დღეს "მორდოვიას" დაუპირისპირდებიან და როგორც საიტი იტყობინება, ანანიძე პირველივე წუთებიდან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ, რომელსაც ტრავმების გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, 19 აპრილს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თვეში 100 000-მდე აქვს, რატო უნდა წავიდეს. თქვენ წახვიდოდით?
mamgoro
10:43 23-04-2016
0
ჯანო ამ "სპარტაკში" რამდენს გიხდიან თავს რომ ვერ ანებებ??...მანდ ასე ყოფნას ისევ საქართველოში ყოფნა გიჯობს...
არტაგი
21:42 22-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული