ჩვენი ინფორმაციით, აბურჯანია მორიგ ტურში "ხიმნასტიკის" განაცხადში იქნება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელი კვლავაც ვერ ვარჯიშობს სრული დატვირთვით და 90 წუთის სათამაშოდ მზარ არ არის, უცნობია, დაიწყებს თუ არა მატჩს ძირითად შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზიონის 35-ე ტურში აბურჯანიას გუნდი მე-20-ადგილოსან "იაგოსტერას" დაუპირისპირდება. 34-ე ტურის შემდეგ 53 ქულით "ხიმნასტიკი" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.