არაბიძის "შახტარი" სტუმრად "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 იმარჯვა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, გიორგი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრის მე-14 წუთზე საჯარიმოსთან ახლოს გიორგიზე წესები დაირღღვა, ჯარიმა თავად დაზარალებულმა შეასრულა და ულამაზესი დარტყმით თავის ანგარიშზე მორიგი გოლი მიითვალა.
არაბიძეს კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული კარს ოდნავ აცდა. მატჩის 82-ე წუთზე "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა არაბიძე მოედნიდან გაიყვანა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო ჩატარებულ 4
ამრიგად, არაბიძის გუნდს 57 ქულა დაუგროვდა და მანამ, სანამ კიევის "დინამო" თღავის შეხვედრას გამართავს, ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს.