2 დღეში 2 მატჩი - ანანიძემ "სპარტაკის" დუბლებში ითამაშა, შემდეგ - პირველ გუნდში

AutoSharing Option
23 აპრილს რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" ნუკრი რევიშვილის "მორდოვიას" უმასპინძლა და ქულას დასჯერდა - 2:2.

აღსანიშნავია, რომ ანანიძემ, რომელსაც ჯანმრთელობის გამო გარკვუელი პერიოდი გაუცდა, ორი დღის წინ დუბლების შემადგენლობაში პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორეს დასაწყისში კი - შეცვალეს, გუშინ პირველ გუნდშიც ითამაშა.

დუბლების მსგავსად, ჯანომ გუშინაც ერთი ტაიმი გაატარა მოედანზე. ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოვიდა და შეხვედრის დასრულებამდე აღარ გასულა.

"მორდოვიას" შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა ნუკრი რევიშვილმა.

ჩატარებული 25 შეხვედრის შემდეგ ჯანოს გუნდი 38 ქულით სატურნირო ცხრილში
მე-7 ადგილზე იმყოფება, რევიშვილის "მორდოვია" კი - 18 ქულით მე-15-ეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული