ლეგიონი: თორნიკე ოქრიაშვილმა "ესქიშეჰირს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 აპრილს, თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში "ესქიშეჰირს" გამარჯვება ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა მოუტანა.

ოქრიაშვილის გუნდი მორიგ ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერ "მერსინს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 2:1.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო, მატჩის ბოლო, 90-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, "ესქიშეჰირს" 26 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თორნიკე ყოჩაღ! მაგარი კაცი ხარ, ნაკრებშიც გვინდა შენი გოლები, უფრო მეტი, ბევრი ბევრი, მრავალი გაგეტანოს, ქართველი ხალხის გასახარებლად!
0
Maladec magari goli daarcho.ras erchit.
Kritikosi
18:52 24-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული