ნიკა კვეკვესკირი: "ქაირათი"? "ინტერში" თავს კარგად ვგრძნობ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული "ინტერის" ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახური "ქაირათის" და ბელგიური "ოსტენდეს" მხრიდან მისდამი დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახური გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს კვეკვესკირის გადაბირება სურს.

"ჯერ კონკრეტული არაფერია. ახლა მთელი კონცენტრაცია "ინტერზე" მაქვს გადატანილი, რომელსაც წინ რთული შეხვედრები ელის. ამის შემდეგ შეიძლება უკვე მომავალზე ფიქრი...

"ინტერში" თავს კარგად ვგრძნობ, აქ ბედნიერი ვარ და პირველ რიგში, მოლაპარაკებებს ტრანსფერთან დაკავშირებით გუნდთან გავმართავ", - ციტირებს ქართველს sportal.az-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რათ უნდა დიდო ფილოსოფია ყველამ იცის კვეკვწსკირის დამოკიდებულება დინამო თბილისზე და არაერთხელ უთქვამს დინამოს წინადადებას ყოველთვის განვიხილავო
იმის მიუხედავათ რომ დინამომ ცუდათ გაუშვა მაინც ამ კლუბის ერთგულია
ლიგაზე დინამოს მაისურით ვიხილავთ კვეკვესკირს
dinamo chempionta ligaze
10:33 27-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული