3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - მჭედლიძისთვის სეზონი დასრულებულია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს სერია A-ს მატჩში "კარპისა" და "ემპოლის" შორის (1:0) ლევან მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა "კარპის" ფეხბურთელს და ეგრევე წითელი ბარათი მიიღო.

ლეგიონი გუშინ: გაძევებული ლევან მჭედლიძე და დაკარგული შანსი [VIDEO]

სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია ა-ს დარჩენილ 3 ტურში მჭედლიძე გუნდს ვერ დაეხმარება.

ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

"რა
უნდა ვთქვა? არ მჯერა... 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს და მიზეზს ახლაც ვერ ვპოულობ... გუშინ ცუდად ვიყავი, განვიცდიდი, რომ გუნდი 10 კაცით დავტოვე მოედანზე და არ მესმოდა, რა ჩავიდინე ცუდი... დღეს უარესი რამ მოხდა...", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
საწყენია რაც მოხდა. ლევანმა შეცდომა დაუშვა. მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება შეიძლება. მჯერა ლევანი აუცილებლად გამოასწორებს ამ შეცდომას და მაღალ დონეზე წარმატებულად ითამაშებს და გამოიყენებს იშვიათ შანსებს სასტარტოში.
ლუკა
16:43 27-04-2016
0
არ გრცხვენიათ?რა ბოღმიანი კომენტარებია ზოგიერთი?თავისი ეყოფა მსაჯის იდიოტური გადაწყვეტილების გამო,ან თუნდაც თავის შეცდომის გამო და თქვენ კიდვ უმატებთ გამხნევების ნაცვლად?...რა სწორს წერდა კონსტანტინე გამსახურდია ქართველებზე(((
zaza
12:50 27-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული