3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - მჭედლიძისთვის სეზონი დასრულებულია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს სერია A-ს მატჩში "კარპისა" და "ემპოლის" შორის (1:0) ლევან მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა "კარპის" ფეხბურთელს და ეგრევე წითელი ბარათი მიიღო.

ლეგიონი გუშინ: გაძევებული ლევან მჭედლიძე და დაკარგული შანსი [VIDEO]

სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია ა-ს დარჩენილ 3 ტურში მჭედლიძე გუნდს ვერ დაეხმარება.

ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

"რა
უნდა ვთქვა? არ მჯერა... 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს და მიზეზს ახლაც ვერ ვპოულობ... გუშინ ცუდად ვიყავი, განვიცდიდი, რომ გუნდი 10 კაცით დავტოვე მოედანზე და არ მესმოდა, რა ჩავიდინე ცუდი... დღეს უარესი რამ მოხდა...", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ამდენი ადამიანი ვერ "შეცდებოდა" ;)
იმედია ისწავლის ქცევებს მომავალში (შეიძლება გვიანიც არის)
vova
21:45 26-04-2016
0
ეს არ იყო ისეთი ჩარტყმა რო თქვა ძალით ქნაო ძაან მძიმე განაჩენი გამოუტანეს არადა 2 ტური კიდე შეეძლო ეთამაშა 1 გამოტოვებდა მარტო მარა არაუშავს მთავარია ჯანზე იყოს სულ ტრამვიანობს ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს ხო არ ჯობს შეიცვალოს ჩემპიონატი საერთოდ ჰოლანდია იდეალური ვარიანტია მოძრავი ფორვარდია ტეხნიკური იქ გაიტანს ბევრს და არც ცუდი ჩემპიონატი არაა ვნახოთ რა მოხდება მომავალში წარმატებები ლევან!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული