გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლესი) ლიგის გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე უახლოესი 2 წლის განმავლობაში პორტუგალიური პრიმეირა (უმაღლესი) ლიგის კლუბ "მორეირენსეს" ღირსებას დაიცავს. კონტრაქტი უკვე გაფორმდა. სეზონი მორჩება თუ არა, მაკარიძე "ფეირენსეს" დაემშვიდობება და ახალი კლუბის განკარგულებაში გადავა.

ამ დროისთვის, "მორეირენსეს" პრიმეირა ლიგაში მე-13 ადგილი უჭირავს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გასავარდნ ზონასთან 8 ქულა აშორებს. თუ სასწაული არ მოხდა, "მორეირენსე" ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს.

"ტრანსფერში მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ "მორეირენსეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა პეპა, რომელიც ადრე "ფეირენსეში" ჩემი მწვრთნელი იყო. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებაში", - გვითხრა 26 წლის მაკარიძემ, ვისაც გუშინ პორტუგალიაში შევეხმიანეთ.

ის სულ რაღაც 17 წლის იყო, როცა კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში ათამაშა. მას მერე, "ფეირენსემდე", მაკარიძემ თბილისის "დინამო", კვიპროსული "დოქსა" და ფრანგული "ლე მანი" მოიარა.

დღევანდელი მოცემულობით, ახალ გუნდში მისი მთავარი კონკურენტი სერბი იგორ სტეპანოვიჩი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ ეს რა მაგრად მახსოვს ნაკრებში რო ძალათი გამოიყვანეს რო გაეყიდათ :D:D:D:D:D
0
Eg ro gadava mashin mainc gavardeba
patrioti
13:44 28-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული