bleacherreport.com: იმას, რაც არველაძემ გააკეთა, მწვრთნელების 99% ვერც კი გაიფიქრებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა bleacherreport.com-მა ბოლო წლებში სპორტის სამყაროში მომხდარი ყველაზე კეთილშობილი 10 საქციელი ჩამოთვალა და ამ ათეულში შოთა არველაძის გადაწყვეტილებაც მოხვდა.

მეტიც, შოთა არველაძის "ფეა პლეიმ" ამ სიაში მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში, როცა შოთა "ქასიმფაშას" წვრთნიდა, გუნდის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა რაიან დონკმა გოლი გაიტანა "კონიას" კარში.

პრობლემა ის იყო, რომ იმ მომენტში მეტოქის ფეხბურთელი ტრავმირებული იწვა მოედანზე და დონკმა თამაში არ გააჩერა.

"არ ვიცით, თავს დამნაშავედ გრძნობდა თუ უბრალოდ, ძალიან კ
არგი ადამიანია, შოთა არველაძემ მოსთხოვა გუნდს, მეტოქისთვის გოლის გატანაში ხელი არ შეეშალათ.

მართალია, ამის გამო გუნდმა წააგო, მალე შოთა არველაძე გადადგა კიდევაც, მაგრამ ეს ისეთი საქციელი იყო, რომელსაც დედამიწის ზურგზე მწვრთნელების 99% ვერც გაიფიქრებდა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგ, რომ გააკეთო, კავკასიელი, ქართველი და ვაჟკაცი უნდა იყო! მაგ ტყუპებს ისედაც პატივს ვცმდი და ახლა ერთი ათად გაიზარდა შოთა ჩემს თვალში! ბარაქალა შენს ღირსებას და კაცობას! ისწავლეთ ყველამ... ნაღდი და ნამდვილი როგორ უნდა..!
jiji
29 აპრილი 2016 12:34
0
ნაღდი ქართველი და ქალაქელი კაცი
vaxvax
29 აპრილი 2016 09:59
0
არ ვიცი ნაცის ყურია თუ ქოცის ყური და არც მაინტერესებს ეს არის საამაყო საქციელი, ყოჩაღ შოთა
შაკო
29 აპრილი 2016 09:22
0
პაკაზუხობაა...
halagaji
29 აპრილი 2016 02:22
0
არ მჯერა არველაძეების სიკეთის სამივე ნაცების ყურია
ქრისტიანი
29 აპრილი 2016 00:50
0
ყოჩაღ შოთიკო! ვინც ადამიანობის და კაცობის ფასი იცის, მათთვის შოთიკოსგან ასეთი საქციელი მოულოდნელი არ უნდა იყოს!
-ასეთი რამ ხშირად მინახავს ბავშვობისას ქუთაისის ტორპედოს თამაშის დროს, 60-იან წლებში.
მაშინ ფეხბურთიც რომანტიკული იყო და ხალხიც ვაჟკაცური!
-ახლა რომ ვუყურებ ფეხბურთელების მინდორზე გაგორებას, უსირცხვილო სიმულაციას, ცუდად ვხდები. ეს დეგრადაციის გზაზე შემდგარი ფეხბურთია. ჩვენც მათ თუ არ დავემსგავსეთ, ისე წარმატებას ვერ მიავღწევთ???
shoda
28 აპრილი 2016 17:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული