მისმა "სტაბეკმა" გასვლაზე 7:1 მოუგო ქვედალიგელ "სპარტა სარპსბორგს". 21 წლის შუახაზელმა გოლი მე-17 წუთზე გაიტანა და სათავე დაუდო მასპინძელთა რბევას.
გოროზიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, "სტაბეკი" კი თასის 1/16-ფინალში გავიდა.
* * *
უზბეკეთის ჩემპიონატში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" შინ 4:0 მოუგო "ოლმალიქს". კახა მახარაძემ გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"