ლეგიონი გუშინ: გიორგი გოროზიამ ნორვეგიის თასზე გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ნორვეგიის თასზე გოლით გამოიჩინა თავი.

მისმა "სტაბეკმა" გასვლაზე 7:1 მოუგო ქვედალიგელ "სპარტა სარპსბორგს". 21 წლის შუახაზელმა გოლი მე-17 წუთზე გაიტანა და სათავე დაუდო მასპინძელთა რბევას.

გოროზიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, "სტაბეკი" კი თასის 1/16-ფინალში გავიდა.

* * *
უზბეკეთის ჩემპიონატში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" შინ 4:0 მოუგო "ოლმალიქს". კახა მახარაძემ გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული