ლეგიონი: ნიკა კვეკვესკირმა 10-კაციანი "ინტერი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 მაისს, აზერბაიჯანის პრემიერლიგის 32 ტურში ნიკა კვეკვესკირის ბაქოს "ინტერმა" "სუმქაითს" უმასპინძლა და რთულ შეხვედრაში ქულას დასჯერდა - 2:2.

"ინტერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა კვევესკირმა, რომელმაც თავის გუნდს ქულა 93-ე წუთზე მოუტანა. "ინტერი" მატჩის მე-19 წუთისთვის უკვე ანგარიშით 1:2 მარცხდებოდა, რის შემდეგაც 27-წუთზე ფეხბურთელი გაუგდეს და მატჩის ბოლომდე კაცნაკლულს მოუწია თამაში.

შეხვედრის 93-ე წუთზე ბაქოელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის დარტყმაც ქართველმა ფეხბურთელმა ითავა. მეკარემ კვეკვესკირის დარტყმული თავდაპირველად მოიგერია, მაგრამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა დამატებაზე მაინც გაიტანა.

ამრიგად, "ინტერს" 50 ქულა დაუგროვდა და
სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
gushin martlac sadac tamashoben chveni legionereba met naklebad yvelgan gaitanes titqmis,mekareebma kari mshralad sheinaxes revishvils gautanes erti magram kimougo rostovs.empolshi megona gaiyvznda chanturias magram araushavs mtavaria rom ganacxadshi hyavs da mjera am sezonshi mouwevs debiuti
0
da dvalishvilma rom gaitana polinetshi??lorian da revishvilma rom moiges?goguas gundma rom moigo?ra baqo da interi kargit ra...p.s.ratqmaunda yvela qartvels intershi da yvelgan warmatebebi..
0

სიახლეები პოპულარული