"ემპოლის" მწვრთნელი მჭედლიძეზე: ის ძალიან კარგ ფორმაშია და იმედია დაბრუნდება!

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის შემდეგ "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ გუნდის ქართველ ფორვარდ ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა, რომელსაც სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

36-ე ტურში "ემპოლიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, "ემპოლი" კი 43 ქულით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
"ჩვენი მიზანი ათეულში მოხვედრაა. "კარპისთან" გასვლით შეხვედრაში რომ მოგვეგო, დღეს ამ მიზანზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.

ლევან მჭედლიძის დისკვალიფიკაცია? ლევანი მთელი კვირის მანძილზე გუნდთან ერთად კარგად ვარჯიშოს, ძალიან კარგ ფორმაშია. დიდი იმედი მაქვს, მისთვის სეზონი არ დასრულებულა და სადისციპლიკო კომიტეტი
მოუხსნის სასჯელს", - განაცხადა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს სერია A-ს მატჩში "კარპისა" და "ემპოლის" შორის (1:0) ლევან მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა "კარპის" ფეხბურთელს და ეგრევე წითელი ბარათი მიიღო. განხილვის შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა ლევანს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. კლუბმა აღნიშნული სასჯელი გაასაჩივრა და ხუთშაბათს გახდება ცნობილი მჭედლიძის საბოლოო სასჯელი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღადაობთ? რა კარგ ფორმაშია
ალეკო
21:28 02-05-2016
0
და გაიტანს 2 გოლს წელიწადში.
გიო
16:41 02-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული