შოთა არველაძემ თურქულ რადიოში ლუის სუარესზე იხუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ თურქულ რადიო Bilyoner-ზე "ბარსელონას" ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესზე ისაუბრა.

არველაძის მსგავსად, კარიერის გარკვეული პერიოდი სუარესმა ამსტერდამის "აიაქსში" გაატარა.

"დღესდღეობით სამი საუკეთესო ფორვარდი ვიცი. ესენია: სერხიო აგუერო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობერტ ლევანდოვსკი.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ლუის სუარესს, როგორც ფორვარდი, ვჯობდი. "აიაქსის" საუკეთესო მეგოლე ვიყავი, მან კი არასამართლიანად გამისწრო", - იხუმრა შოთიმ.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო, ურუგვაელმა კი - 111-ჯერ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთვრალი იყო შოთა ინტერვიუს დროს ? )))
nerse
06 მაისი 2016 11:19
0
როგორ გეტყობათ ,რომ შოთას არ იცნობთ ! ის მაგარი ფეხბურთელი და დიდი იუმორის მქონე პიროცნებაა!
ჯემალ.
06 მაისი 2016 00:07
0
არველაძეებზე შეუდარებლად დიდი და ძლიერი ფეხბურთელები ყავდა საქართველოს,და ნუ გადაგვაყოლეთ ამ არველაძეებს!
გია
05 მაისი 2016 23:02
0
უკეთესი, რო გვეყოლებa მერე იმის გამონათქვამსაც დაწერენ
me
05 მაისი 2016 18:04
0
სამ საუკეთესოს შორისაც ვერ მოხვდა სუარესი შოთასთვის?! მე კი ვიტყვი რომ სუარესი დღეს ყველაზე კარგი და შედეგიანი ფორვარდია!
zaza
05 მაისი 2016 17:52
0
რას გადაგვაყოლეთ ამ არველაძეებს, როგორ შეიძლება ყველა მათი გამონათქვამი აქ დაბეჭდოთ.
gio
05 მაისი 2016 16:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული