ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ვარჯიში კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა

AutoSharing Option
იტალიური "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გუნდის გუშინდელი ვარჯიში კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა.

მართალია, მჭედლიძეს სადისციპლინო კომიტეტმა "კარპისთან" შეხვედრის შემდეგ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და როგორც "ემპოლის" მთავარი მწვრთნელი იძახდა, მჭედლიძე საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება.

კლუბმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა და იტალიური Iltirreno-ს ინფორმაციით, საბოლოოდ, დღეს გადაწყდება, მოეხსნება თუ არა ქართველ ფორვარდს დისკვალიფიკაცია, თუმცა "ემპოლის" გუშინდელმა ვარჯიშმა მჭედლიძის გარეშე ჩაიარა.

"ემპოლი" სერია A-ს 37-ე ტურს ხვალ მილანში, "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სეზონის ბოლო მატჩში "ტორინოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა კუნთი გაქვს ძმაო ასეთი, რა კუნთი..
karoche raaa
13:55 06-05-2016
0


ჩაწექი რა ყინულიან ვანაში ვარჯიშის მერე ან ქენი რამე - კრიოთერაპია ან მსგავსი - სულ შეიძლება კუნთიი დაჭიმული გქონდეს ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული