დმიტრი ალენიჩევი: ჯანო ანანიძეს გაცილებით მეტი შეუძლია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა გუნდის ღია ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კითხვა მოსკოველთა ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც დაუსვეს.

- "ლოკომოტივთან" მატჩში ჯანო ანანიძე თითქმის საფინალო სასტვენამდე ათამაშეთ. არადა ცნობილია, რომ ამ ფეხბურთელს შეხვედრის სრულად ჩატარება ხშირად უჭირს. ეს განგებ გააკეთეთ იმისთვის, რომ ფეხბურთელი სერიოზულ დატვირთვებს მიეჩვიოს?
- დიახ. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ იქამდე ითამაშებდა, სანამ კუნთებში ტკივილს არ იგრძნობდა. როგორც კი კუნთების სპაზმი დაეწყო, უმალ შევცვალე.

ძალიან კარგია, რომ ასე დიდხანს ითამაშა. ჯანო ჯერ კიდევ არაა 100 პროცენტით მზად.
მან ზამთრის პერიოდში მზადების ნაწილი გამოტოვა და ფორმაში ახლაღა შედის.

ვფიქრობ, რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ამ დროისთვის აჩვენებს და დარჩენილ მატჩებში გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს", - თქვა მწვრთნელმა.

მომავალ, 27-ე ტურის მატჩს მოსკოვის "სპარტაკი" 8 მაისს, საკუთარ მოედანზე, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა, ეს რომ გაქაჩულია და ამას რომ მიღწეული აქვს თავის საქმეში იმდენი მიეღწიოს საქართველოს მოსახლეობის 10%-ს მაინც, თავის საქმეში - ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში
qazwsx
06 მაისი 2016 22:25
0
ამის გაქაჩვას დიდი ხანია ველოდებით :)
ioseb
06 მაისი 2016 20:53
0
ვუსურვებ წარმატებებს."გამთამაშებელი"ერთერთი სუსტი ადგილია ნაკრებში. თუ გაქაჩავს კარგი იქნება. ფლანგებზე ოქრიაშვილს და ყაზაიშვილს შეუძლია თამაში
merabi
06 მაისი 2016 19:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული