სასამართლომ ლევან მჭედლიძის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა

AutoSharing Option
იტალიურმა სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "ემპოლის" სარჩელი ლევან მჭედლიძის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს სერია A-ს მატჩში "კარპისა" და "ემპოლის" შორის (1:0) ლევან მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა "კარპის" ფეხბურთელს და ეგრევე წითელი ბარათი მიიღო.

ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" მწვრთნელის მიერ მოცემული შანსი ქარს გაატანა [VIDEO]

სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ ფორვარდს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, კლუბმა კი აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, უშედეგოდ...

ამრიგად, ლევან მჭედლიძისთვის იტალიაში სეზონი ნაადრევად დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ეს იყო არასაფეხბურთო (არასათამაშო) საქციელი მაშინ ღირსია. სხვა შემთხვევაში ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცუდია ძალიან რაც მოხდა. ლევან გული არ გაიტეხო :) ყველაფერი ხდება! უკეთეს სეზონს გისურვებ!
თიკო
10:55 07-05-2016
0

სიახლეები პოპულარული