ლეგიონი: გიორგი ჭანტურიამ "დუისბურგი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მაისს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "დუისბურგმა", რომლის რიგებშიც ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ასპარეზობს, "ზანდჰაუზენს" სტუმრობდა და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთისთვის 2:0-ს აგებდა, ქულა მოიპოვა.

სასიხარულოა, რომ "დუისბურგს" ქულა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მოუტანა. ჭანტურიამ თავი შეხვედრის 83-ე წუთზე გამოიჩინა, როცა ანგარიში 2:1 იყო და ვინ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა გერმანულ გუნდს.

ამრიგად, "დუისბურგს" 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, მე-15 ადგილოსან "ფორტუნასთან" კი სხვაობა 3 ქულაა. შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგიდან ორი ბოლოადგილოსანი (მე-17 და
მე-18) გუნდი ავტომატურად ვარდება, ბოლოდან მესამე პოზიციაზე მყოფი კი ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ ჭანტურ! მაგრად მოუმატა. ძაან მაგარი და მნიშნვნელოვანი თამაში იყო. გერმანელები წერენ 75 წუთიდან სიჩქარეს მოუმატაო;). ჩემი აზრით შენგან ერთერთი საუკეთესო თამაში იყო რაც მინახავს.

გასაკრიტიკებელი ცოტა იყო,ეთრია დაცვაში ცოტა მეტი. ლაეიპციგთან გამარჯვებას გისურვებთ!
vato
12:43 09-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული