ლეგიონი: ჯანო ანანიძის გენიალური საგოლე პასი რუსეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მაისს, რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში, ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკმა" თანაქალაქელ "დინამოს" უმასპინძლა და სამბურთიანი სხვაობით სძლია - 3:0.

ქართველი ფეხბურთელი მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ანანიძემ საგოლე გადაცემა მატჩის 56-ე წუთზე მიითვალა, 70-ე წუთზე კი მწვრთნელმა ის შეცვალა.

"სპარტაკს" ამ გამარჯვებით 44 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი სუბიექტური აზრია,არ დავივიწყოთ ისტორია და შევეშვათ ისტორიით ბლატაობას და წარსულზე ტირილს,ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. რა მნიშვნელობა აქვს სპარტაკია თუ წნორის მილანი, ქართველი ბიჭია და წარმატება გაგვიხარდეს უბრალოდ რა,ყველას თავის გზა აქვს და წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში მაგრამ ჩემთვის ნაკრებია ამოსავალი წერტილი და იმედია ყველა ქართველი სპორცმენისთვისაც ასე იქნება.
ქართველი
16:01 10-05-2016
0
ვაი სირცხვილო, მხოლოდ ეს უნდა გვიხაროდეს?
არადა რომ მახსენდება ის ოქროს ხანა... გული მიკვდება, შოთი, ქინქი, კახა, შელო, ქეცბა... კიდევ უამრავი, ყველა მაღალ ლიგებში თამაშობდნენ და თან მაღალ დონეზე თამაშობდა ყველას. დღეს რომ გადახედო ვინ სად თამაშობს..... :((((
გულშემატკივარი
10:03 09-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული