მარკო ჯამპაოლო: საკადრო კრიზისი შეტევაში? ახლა ჩვენ გვყავს ჭანტურია

AutoSharing Option
"ინტერთან" მატჩის შემდეგ "ემპოლის" თავკაცი მარკო ჯამპაოლო იტალიურ მედიას ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" ეს მატჩი 1:2 დათმო. ლევან მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს და მისთვის სეზონი დასრულებულია. აი, 20 წლის რომან ჭანტურია კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ჯამპაოლოს ბოლო ტურის მატჩის წინ შეტევის ხაზში შექმნილ საკადრო პრობლემებზე დაეკითხნენ. 15 მაისს "ემპოლი" სრულიად უმოტივაციო მატჩში "ტორინოს" მასპინძლობს:

"შეტევაში საკადრო პრობლემები გვაქვს? ახლა ცოტა სხვა დროა, ჩვენ გვყავს ჭანტურია. ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება, მაგრამ ეს რომ სამი თვის წინ მომხდარიყო, მართლაც გაგვიჭირდებოდა.

ახლა კი
ახალი ძალების გამოცდის საშუალებაც მაქვს, რასაც ისედაც ვაპირებდი. ძალიან ვწუხვარ ლევანის დისკვალიფიკაციის გამო", - განაცხადა "ემპოლის" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული