სხვა საკითხებთან ერთად, გლუშაკოვს კლუბში ფეხბურთელთა მეტსახელებზეც ჰკითხეს, თუ ვის აქვს ის ყველაზე უცნაური გუნდში, რაზეც გლუშაკოვს ჯანო ანანიძე გაახსენდა.
"არაფერი ექსტრაორდინარული ამაში არ არის. მაგალითად, "სპარტაკში" ჯანოს მიმინოს ვეძახით. რატომ? იმიტომ რომ ქართველი და პატარაა", - აღნიშნა ნახევარმცველმა.