ნუკრი რევიშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო - რას იტყვიან ექიმები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილი რუსული პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში დაშავდა. ამ შეხვედრაში მისი "მორდოვია" 0:3 დამარცხდა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან".

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა "მორდოვიას" კარში პენალტი დაინიშნა, რევიშვილმა ტრავმა მიიღო. მას მუხლი ეტკინა. ექიმების ჩარევის შემდეგ ის კარში ჩადგა და ჰალკისგან 11-მეტრიანი გაუშვა. თუმცა მერე თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შეცვლა ითხოვა.

ექიმები მალე იტყვიან, რამდენი ხანი გაუცდება საქართველოს ნაკრების მეკარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული