ლეგიონი გუშინ: ჯანოს მოგება და ქართული გოლები ბელორუსში [VIDEO]

AutoSharing Option
12 მაისს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

ბელორუსის ჩემპიონატში მოზირის "სლავიამ" შინ ანგარიშით 6:2 დაამარცხა "მინსკი". მასპინძელთა რიგებში დუბლი პაპუნა მოსემღვდლიშვილმა შეასრულა, რომელმაც მატჩის პირველი და ბოლო გოლები გაიტანა (მე-5 და 91-ე წუთებზე).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმართა რიგებში კი 24-ე წუთზე გოლით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ გამოიჩინა თავი, რომელმაც 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "სპარტაკმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "ურალს". გამარჯვებულთა რიგებში 77 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ.

სტუმრად მოსკოვის "დინამოსთან" ანგარიშით 3:1 მოიგო ნიკა
კაჭარავას
გუნდმა "როსტოვმა". ქართველი ფორვარი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

* * *
ნორვეგიის ტიპელიგაში (უმაღლესი) "სტაბეკმა" შინ 1:0 მოუგო "ვიკინგს", თუმცა - გიორგი გოროზიას გარეშე. ქართველმა ნახევარმცველმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
666 დიდ იმედებს რომ ამყარებდნენ კაჭარავაზე 2 და 3-იანი სხვაობით რომ იგებ თამაშს ბოლო ხუთ წუთს მაინც შეუშვებენ მოედანზე მაგრამ........
0
kwchatavaze didimedebs amyareben.ubralod gundi awyobilia da igebs tamashebs da amdros eqsperimentebis keteba vitesis shedegamde miiyvans da logikuria rom satadarigoa
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული