რევიშვილის "მორდოვია" "ზენიტთან" (0:3) დამარცხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა "მორდოვიას" კარში პენალტი დაინიშნა, რევიშვილმა ტრავმა მიიღო, მას მუხლი ეტკინა. ექიმების ჩარევის შემდეგ ის კარში ჩადგა და ჰალკისგან 11-მეტრიანი გაუშვა. თუმცა მერე თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შეცვლა ითხოვა.
"უცნაური შეხვედრები ჩაატარეს რიჟიკოვმა და ზაბოლოტინმა, მაგრამ უფრო "ანტიშთაბეჭდილება" "მორდოვიას" მეკარეებმა დატოვეს, თანაც ორივემ, რევიშვილმა და ჩებანმა.
მართალია, იმდენად ცუდი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ მათ, როგორც ცსკა-სთან,
რევიშვილს ჰალკის დარტყმულის მოგერიება საჯარიმოს გარეთ შეეძლო, მაგრამ ბურთი წინ დაიგდო, რამაც ვიტსელს საშუალება მისცა, დამატებაზე გაეტანა. შემდეგ ქართველმა მეკარემ ტრავმა მიიღო, მისმა კოლეგამ კი "ზენიტისთვის" პენალტის "გამომუშავება" შეძლო", - წერს საიტი.