ლეგიონი: ჯაბა კანკავას "რეიმსი" ლიგა 1-დან გავარდა

AutoSharing Option
დღეს, 14 მაისს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ჯაბა კანკავას "რეიმსი" მძიმე სიტუაციაში იმყოფებოდა: ჩემპიონატში დასარჩენად "რეიმს" მეორეადგილოსანი "ლიონი" უნდა დაემარცხებინა, "ტულუზას" კი გასვლაზე "ანჟერთან" უნდა წაეგო.

"რეიმსმა" "ლიონი" 4:1 გაანადგურა, მაგრამ მაინც არ გაუმართლა... 78-ე წუთამდე "ტულუზა" თავის შეხვედრას აგებდა, ორწუთიან მონაკვეთში კი ორი გოლი გაიტანა და "ანჟერს" ანგარიშით 3:2 მოუგო, რითაც ლიგა 1-ში დარჩენა გაინაღდა.

ამრიგად, კანკავას გუნდი 39 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და ლიგა 1-ს გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ გინდა რომ შენი გუნდი გავარდეს უმაღლესი დივიზიონიდან (ნებისმიერ ევროპულ საფეხბურთო ქვეყანაში), ქართველი ფეხბურთელი უნდა მოიწვიო გუნდში. მაგალითები კი ძალიან ბევრია. ჩამოვთვალო?
აკა
10:30 16-05-2016
0
Evropashi tamashis survilit am klubtan kontraqti ariyo albat swori.imedia liga 1 is romelime klubi gamoichens survils misi damatebisas,reimsi darchena arafrit sheidzleba nakrebis kapitnistvis
Spartaka
23:51 15-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული