მირჩა ლუჩესკუ გიორგი არაბიძით უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გუშინ, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ზორიასთან" (2:3) განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

დონეცკელთა შემადგენლობაში ითამაშა გიორგი არაბიძემ, რომლითაც ლუჩესკუ კმაყოფილი ვერ დარჩა.

"ჩვენი ფეხბურთელები მოდუნებულნი ჩანდნენ და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. ვფიქრობ, შაბათს, თასის ფინალში სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ.

დღეს ჩვენი აკადემიის რამდენიმე ფეხბურთელის ხილვა მოვისურვე. ვერ ვიტყვი, რომ მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. შეიძლება, გარკვეულწილად შეშინებულნიც იყვნენ, განსაკუთრებით, ეს მატვიენკოს ეხება, რომელმაც ცუდად ითამაშა, მაგრამ
არანაკლებ ეხებათ იგივე ზუბკოვსა და არაბიძეს. დღეს სათანადო დონეზე არცერთი არ იყო.

მაგრამ ეს მათი პირველი თამაშია, ამიტომ დიდი პრეტენზიები მათ მიმართ არ მაქვს. საკუთარი თავის წარმოსაჩენად დრო დასჭირდებათ", - აღნიშნა ლუჩესკუმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა მართალიხარ..
გურო
03:06 17-05-2016
0
ახლა და ამ თამაშში მართებდა 110%-ანი მობილიზება, ჟინი და მონდომება!!!

ლუჩესკუს ბოლო ფრაზა -"დიდი პრეტენზიები მათ მიმართ არ მაქვს, საკუთარი თავის წარმოსაჩენად დრო დასჭირდებათ", გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ნიშნავს - არც ველოდი თქვენგან სასწაულებს, კაი ხანი ვერ მოხვდებით ძირითად გუნდშიო...
zaza
21:01 16-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული