"ორდაბასი" გოგიტა გოგუას სამჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს

AutoSharing Option
ყაზახური "ირტიშის" 32 წლის ნახევარმცველ გოგიტა გოგუას გადაბირება ჩიმკენტის "ორდაბასის" სურს. ამ ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებულნი არიან გუნდის მთავარი მწვრთნელი ბახტიარ ბაისეიტოვი და კლუბის უფროსობა. ჩვენთვის საინტერესო ცნობას ყაზახური მედია ავრცელებს.

გოგუას "ირტიშთან" კონტრაქტი ივნისში უმთავრდება. როგორც ყაზახები ამბობენ, "ორდაბასი" მზადაა, ქართველს სამჯერ მეტი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე "ირტიშში" აქვს.

"ქაირათი"-"ირტიშის" მატჩს, სხვებთან ერთად, VIP-ლოჟიდან "ორდაბასის" თავკაციც უცქერდა. მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას გოგუაზე
დაკვირვება წარმოადგენდა. მცირე ტრავმის გამო ჩვენებური მინდორზე მხოლოდ შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში გოგუა "ირტიშს" 4 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგუა დავალიშვილის მაგივრად როგორ უნდა გამოეძახა? სად გოგუას სათამაშო პოზიცია და სად დვალიშვილის პოზიცია?სულ სხვადასხვა სტილის მოთამაშები არიან.
romandro
12:26 19-05-2016
0
გოგუა ზარმაცი არასოდეს ყოფილა...ხასიათი აქვს ცოტა მძიმე:)...ჩემი აზრით დვალიშვილის გამოძახებას, გოგუა გამოეძახა, არაა დასაკარგი ფეხბურთელი. დვალიშვილის გაგონებაზე კი ....
murtalo
05:03 19-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული