კომენტარისთვის თავად ყაზაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.
"ბოლო დროს ჩემს შესაძლო ტრანსფერზე ათასგვარი ხმა ისმის. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მირეკავდა და "აიაქსში" გადასვლას მილოცავდა.
ასეთი კლუბი რომ მიწვევდეს, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა. შესაძლოა, ინტერესი არის და "ვიტ
მაგრამ არათუ 3-წლიანი კონტრაქტი არ გამიფორმებია, არამედ ამსტერდამიდან პირადად არავინ დამკავშირებია. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი უსაფუძვლოა", - ამბობს ყაზაიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"