შეუჩერებელი ჯანო - ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
რუსულმა gazeta.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 29-ე ტურში ანანიძის "სპარტაკმა" "ტერეკს" ანგარიშით 3:0 მოუგო, თავად ჯანომ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

"მოსკოველთა ნახევარმცველი რუსეთის ჩემპიონატის მატჩებში თავს ყოველთვის კომფორტულად ვერ გრძნობს, მაგრამ "ტერეკთან" შეხვედრაში, მიუხედავად მძიმე ფიზიკური ზეწოლისა მოწინააღმდეგეებისგან, ქართველმა ნახევარმცველმა სათანადოდ ითამაშა.

ჯანო მცველებისთვის შეუჩერებელი იყო, ხოლო თამაშის ცოდნა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი მაშინ გამოავლინა, როცა საჯარიმოში მცველების შეცდომით ისარგებლად და ლორენსო მელგარეხოს პირველი გოლი გაატანინა",
- წერს საიტი ჯანოზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლამდე კიდევ ერთი მაგარი პასი მისცა, მგონი პრომესს მაგრამ ვერ გამოიყენა ამ უკანასკნელმა! პასები კარგია მაგრამ თვითონაც უნდა სცადოს გოლის გატანა!ეს პრომესი საჯარიმოსთან პასს საერთოდ არ იძლევა მაგრამ საყვედურს მაინც არავინ არ ეუბნება... წარმატებები ჯანო
zaza
23:43 18-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული