"ანტალიასფორი"? დამიჯერეთ, ამის თაობაზე არაფერი ვიცი. ახლა თბილისში ვარ და ვისვენებ. მივდივარ, სადაც მინდა და როცა მინდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
რაც შეეხება ჩემს მომავალ სამუშაოს, არის ორი გუნდი, სადაც ამ წუთშიც შემიძლია წავიდე, მაგრამ არ ვჩქარობ. მათ ვერ დავასახელებ. თვითონ ამ კლუბების ხელმძღვანელებმა არ გაახმაურეს ჩემი ამბავი და ჩემგან უხერხული იქნება", - გვითხრა შოთამ.
მასვე ვკითხეთ
"ეს იყო მატჩი, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის გაიმართა. მთხოვეს დახმარება ორგანიზებაში და რაც შევძელი, გავაკეთე", - თქვა შოთამ, ვინც იმ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თურქეთში "ტრაბზონსფორს" წვრთნიდა, მისი ასისტენტი კი გიორგი დევდარიანი გახლდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"