"ორჰუსიდან" წასვლა მინდა... უნდა თუ არა "დინამოს" მათე ვაწაძე?

AutoSharing Option
27 წლის ფორვარდ მათე ვაწაძეს კარიერაში საუკეთესო დროება არ უდგას. ერთ დროს "ორჰუსის" მთავარი ბომბარდირი ამ კლუბის თადარიგშიც კი ვეღარ ხვდება.

არადა, მართლაც ძნელი ასახსნელია ვაწაძის თავს დატრიალებული ამბები...

როგორც ჩანს, ყველაფრის თავი და თავი აღმოჩნდა "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გლენ რიდერსჰოლმის მისვლა. ამის შემდეგ ვაწაძისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. ახალმა მწვრთნელმა "თავისი" ფორვარდი მოიყვანა და ქართველს საერთოდ აღარ მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ბოლოს ვაწაძეს რომ ვესაუბრეთ, სიტუაციის შეცვლის იმედი ჰქონდა, თუმცა აქედან ჯერ არაფერი გამოდის.

ბოლო დროს ქართულ საფეხბურთო კულუარებში
ითქვა, რომ მისი გადაბირებით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ მათე სწორედ "დინამოს" აღზრდილია. მან ამ გუნდში გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

თავის მხრივ, "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის და რა გასაკვირია, რომ შემადგენლობის გაძლიერება სურდეს.

"გულწრფელად გეტყვით, თბილისის "დინამოს" ინტერესის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დღესაც გაურკვევლობაში ვარ. გუნდიდან წასვლა მინდა, მაგრამ ამავე დროს "ორჰუსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. მოკლედ, არ ვიცი, რა და როგორ იქნება", - გვითხრა ვაწაძემ.

"ორჰუსისა" და "დინამოს" გარდა, მას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და გორის "დილაშიც" უთამაშია. დანიაში 2012 წლიდანაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაწაძემ 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ფაქტია, საქართველოს ნაკრების ინტერესებშიცაა, რომ მან სწრაფად იპოვოს ისეთი კლუბი, სადაც სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
წამოდი მათე დილაში. დილაში გაიქაჩე ყველაზე მეტად. ხოლოთ მარტო ფორმაში ჩასადგომად და მერე 6 თვეში წასასვლელად არა. დილა ხო მოსამზადებელი გუნდი გახადეს.
Nodari
23:15 21-05-2016
0
ცვეტში დინამო ხალხს დიდი ხანია თბილისშიც კი აღარ უყვარს რისი დასტურიც მაგენის თამაშზე "გადავსებული სკამები"-ც მეტყელებს :))). :დ:დ რეგიონებზე რა თქმა უნდა აღარარის საუბარი, ვინმე ბებერს თუ არ ჩავთვლით იმ 81 წელს რო მიტირის გულამოსკვნით. მე პრინციპში არც არასდროს მევასებოდა ეგ გუნდი პირიქით, უბრალოდ ვისაც ოდნავი სიმპათია მაინც გააჩნდათ იმათაც ხომ შეაძულეს თავისი მსაჯთა კორპუსით და ფიფიას ხელის ბიჭების დახმარებებით ჩაწყობებით თუ მიცემებით მოგებული ტიტულებით ეს გუნდი. დიდება ტ ო რ პ ე დ ო ს დიდება ქ უ თ ა ი ს ს , წელს მართალია ვერაფერი ვერ მოვიგეთ მაგრამ ისიც მყოფნის ამ ეტაპზე დინამომ უფრო მეტად რო შეაზიზღა თავი საქართველოს თავისი "ჩესნი" გამოსვლით . ცოტაოდენ ხნაში :)) ევროპაზე ვნახავთ თუ როგორ ლამაზად და თავმომწონედ წამოვა პირველივე ეტაპზე შინ ეს გუნდი :დ:დ მარა ფიფიამ შეიძლება ვინმესთან იქაც გამონახოს თბილი "ურთიერთობა" და ამის იმედზე მაინც იყავით აშკარად. თუმცა რეალურად არც კი G ა ი ფ ი ქ რ ო თ ხოო :პპპპპპპპპპ .
0

სიახლეები პოპულარული