შესაძლოა, საბა კვირკველია მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდეს

AutoSharing Option
ფოტოზე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე თანაგუნდელები გახდნენ
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკში" აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსკოვურ გუნდს ყურბან ბერდიევი ჩაიბარებს, რომელმაც ახლახან "როსტოვი" რუსეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

bobsoccer.ru-ს ინფორმაციით, თუკი ბერდიევი "როსტოვს" დატოვებს და "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, ის გუნდში სხვებთან ერთად, 24 წლის ქართველ მცველსაც მიიწვევს. ცნობისთვის, 63 წლის სპეციალისტი საბას საკმაოდ კარგად იცნობს "რუბინიდან", სადაც 2014 წლამდე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას საქართველოს
ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იცავს, გუნდს კი, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს, დმიტრი ალენიჩევი წვრთნის.

ამასობაში, გამოცემა footballtop.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში საბა კვირკველიასაც მიუჩინა ადგილი.

"ხმა დაირხა, რომლის თანახმად, თუკი ყურბან ბერდიევი "სპარტაკს" ჩაიბარებს, ის, პირველ რიგში, "რუბინიდან" სოლომონ კვირკველიას შეიძენს, რაც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. ქართველი მცველი მართლა ტალანტია. 30-ე ტურში, დაცვითი ფუნქციების შემსრულებელ მოთამაშეთა შორის, ის საუკეთესო იყო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით. ვგულისხმობთ სუფთად ართმევებს, ჩაჭრებსა და მოგებულ საჰაერო ორთაბრძოლებს. და მისი ბრალი სულაც არაა, რომ დენის ტკაჩუკმა ალან ძაგოევისთვის გოლით დასაჩუქრება მოინდომა...", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ხომ ვამბობდი ამას ასათიანი დაემარტება-მეთქი...
Walkabout
15:24 23-05-2016
0
არასწორი ნაბიჯი იქნება თუ გადავა სპარტაკში ჩემი აზრით!უკეთესია ევროპის წამყვანი ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში მოსინჯოს ძალა!ბოლოს და ბოლოს თუ რუსეთში უნდა ცსკაში გადავიდეს ლიგის ჯგუფურზე მაინც ითამაშებს :)
giorgi
15:25 23-05-2016
0

სიახლეები პოპულარული