"აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს"

AutoSharing Option
აზერბაიჯანში სტუმრად მყოფმა შოთა არველაძემ, რომელიც იქ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. შოთას სიტყვებმა, რომელიც გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა, აზერბაიჯანის საფეხბურთო წრეებში ზოგიერთის უკმაყოფილება გამოიწვია:

"ჩვენი ფედერაციები კვლავაც მეგობრობენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. იმედია, ერთადაც ვივლით განვითარების გზით. ჩვენ ფინანსური კუთხით ჩამოვრჩებით და ამის გამო ინფრასტრუქტურა ისეთი არ გვაქვს, როგორიც თქვენ, მაგრამ, ნურავინ მიწყენს და, ფეხბურთის თამაში საქართველოში უკეთესად ეხერხებათ, ვიდრე აზერბაიჯანში. ასე იყო ოდითგან და არც დღეს შეცვლილა რამე".

არველაძის ნათქვამს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის
აღმასკომის წევრი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ყაზბეგ ტუაევი გამოეხმაურა:

"ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ასეთ სულელურ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს.

საქართველოში ფეხბურთის განვითარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აზერბაიჯანში და რაღაცაში წინ წავიდნენ. მათ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებსაც ვიცნობდი. როდესაც თავად ვთამაშობდი, ჩვენი ფეხბურთი ერთ დონეზე იყო. როცა აქ ტარდებოდა მატჩი, ჩვენ ვიგებდით, როცა საქართველოში - ისინი.

დღეს კი ამ ორი ქვეყნის ფეხბურთის შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს. ბაქოში ლამის ქართველი ფეხბურთელების ნახევარმა ითამაშა. ჩვენ მათ განვითარებაში ვეხმარებით", - თქვა ტუაევმა, რომელიც ფეხბურთს 1959-72 წლებში თამაშობდა და იყო სსრკ-ის ნაკრების წევრიც.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ყაზბეგ ბატონო, რომ იძახი თბილისში ისინი გვიგებდნენ და ბაქოში ჩვენო. არ გრცხვენია??? ასე რომ იყოს სტატისტიკა საყაიმო უნდა იყოს, მაგრამ ასე რომ არ არის!!! ჩაიხედე და ნახავთ, რომ ძალიან ჩამოგვრჩებით!!! თანაც, არც მესხი გყოლიათ, არც მეტრეველი,ყიფიანი ჩივაძე ხურციავა და რომელი ერთი ჩამოვთვალო???
გიორგი
21:40 23-05-2016
0
წარსულზე რაც თქვა ტყუილია, ადრე 10 თავით ჯობდა ქართული ფეხბურთი აზერულს. დღეს ქართული ფეხბურთი უბრალოდ არ არსებობს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული