ლუჩესკუ, რომელმაც 2000 წელს "გალათასარაის" ევროპის სუპერთასზე გაამარჯვებინა, 2009-ში კი "შახტარს" უეფას თასი მოაგებინა, დონეცკურ კლუბში გიორგი არაბიძის გადაყვანის ინიციატორი გახლდათ.
წლეულს, იანვარში, ლუჩესკუმ 18 წლის ქართველი ტალანტი ამერიკულ შეკრებაზე წაიყვანა, მთავარ გუნდშიც ხშირად ავარჯიშებდა, მერე უკრაინის თასზე და უმაღლეს ლიგაშიც ათამაშა.
"ზენიტში" ლუჩესკუს გადასვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, რუმინელმა არაბიძე რუსულ კლუბში
"ლუჩესკუს წასვლა "შახტარის" ჩემდამი დამოკიდებულებას არ ცვლის. ჩვენ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ველოდებით.
ჩემდამი ლუჩესკუს დამოკიდებულებაც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ "ზენიტში" შესაძლო გადასვლაზე კი პირდაპირ გეტყვით - ეს ჭორია და მეტი არაფერი. მე "შახტართან" კონტრაქტი მაკავშირებს და მომავალ სეზონსაც ამ კლუბში დავიწყებ", - გვითხრა არაბიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არადა, სწორედ იმ თამაშში მართებდა 110%-ანი მობილიზება, ჟინი და მონდომება!!!
ლუჩესკუმ მატჩის შემდეგ თქვა: -"დიდი პრეტენზიები მათ მიმართ არ მაქვს, საკუთარი თავის წარმოსაჩენად კიდევ დრო დასჭირდებათ", რაც გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ნიშნავს - არც ველოდი თქვენგან სასწაულებს, კაი ხანი ვერ მოხვდებით ძირითად გუნდშიო.
ადამიანს მით უფრო საჯარო ფიგურას, თუნდაც დამწყებ საჯარო ფიგურას ეტყობა კოჭებში რა არის და რისი გამკეთებელია.
როგორც გიო ქინქლაძეს ეტყობოდა რომ მიუხედავად უსაზღვრო ნიჭისა, არ იყო მშრომელი კაცი და შესაბამისად დიდ ფეხბურთსაც ვერ ითამაშებდა.
ამას ეტყობა როგორ აქვს თავში ავარდნილი. ჟურნალისტები რომ წერენ ფბ-ზე არ პასუხობს უკვე და თავი სუპერ ვარსკვლავი ჰგონია.
აი აბურჯანია, კანკავა, საბა კვირკველია, ლორია, კობახიძე, ძალიან თავმდაბალი ბიჭები არიან და სულ შრომობენ.
ეს, ჭანტურია, ანანიძე (ვითომ ტრავმა რო არქვს), ოქრი, ყენია.... ყველამ ვიცით რაც...