გოგიტა გოგუა "ირტიშიდან" მიდის? - ქართველს ხელფასი არ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
პავლოდარის "ირტიშის" ქართველმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

როგორც "KazFootball.kz"-ის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, გოგუა ხელფასითაა უკმაყოფილო - ის 4 000 დოლარს იღებს, რაც სხვა ლეგიონერებთან შედარებით, დაბალი ხელფასია. ხელმძღვანელობასთან ხელფასის გაზრდაზე ფეხბურთელს მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, მაგრამ ისინი წარუმატებლად დასრულდა.

როგორც წყარო იტყობინება, ამჟამად გოგუასადმი ინტერესს ყაზახური "ორდაბასი" და "ატირაუ" იჩენენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ კი ბაზარი არაა ყველაფერი ,მაგრამ თუ სხვებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ და ეს კაცი ყველაზე დაბალს იღებს სხვებთან შედარებით 11 თამაში გოგუამ 4 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი მისცა შედეგი დადო ამ კაცმა და თუ ხელფასის გაზდას ითხოვს აქედან გამომდინარე ეკუთვნის.
Giorgi
21:45 31-05-2016
0
ამას ქართველი თუ მოიფიქრებდა......... არადა მე პირადად პენსიაზე იყო მეგონა უკვე........
ikako
20:57 31-05-2016
0

სიახლეები პოპულარული