გოგუა უნდა დარჩეს! - "ირტიშის" ფანკლუბის წევრებმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, რომელშიც გოგიტა გოგუას გუნდმა "ირტიშმა" პავლოდარში ყარაღანდის "შახტიორთან" ითამაშა (0:0), მასპინძელთა გუნდის ფანკლუბმა "სევერ ულტრასმა" ტრიბუნაზე 32 წლის ქართველი ჰავბეკის მხარდამჭერი ბანერი გამოფინა. ამ ფაქტის ამსახველ ფოტოსურათს საიტი ProsportKz.kz აქვეყნებს.

ფანები გუნდში გოგუას შენარჩუნებას მოითხოვენ და ამავდროულად, პავლოდარის ოლქის აკიმს ბულატ ბაკაუოვს მოუწოდებენ, ყურადღება დაუთმოს კლუბს. "ირტიშის" ფანების მიერ გამოფენილ ზედა ბანერზე იკითხება: "ბ.ჟ.ბაკაუოვ, გინდათ ფეხბურთი?!" მეორეზე კი წერია: "გოგუა უნდა დარჩეს".

შეგახსენებთ, რომ გოგიტა გოგუას პავლოდარულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და მისი გადაბირებით სხვა ყაზახური
კლუბები: "ორდაბასი" და "ატირაუ" არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ნიჭიერი იყო და როგორ გაიფუჭა კარიერა თავისი ცუდი ხასიათის და არასწორი კარიერული გადაწყვეტილებების გამო

კარგი რჩევის მიმცემი და დამრიგებელი რო ყოლოდა ითამაშებდა დიდ ფეხბურთს
0
ამ გუნდში თამაშობს ანდრეი არშავინიც და რატო გაგიკვირდათ დინამო-აქტობე ვერ ვხვდები. საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია და კარგი ლეგიონერები ჰყავთ
flostradamusi
18:33 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული