გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკს", რომელიც ბოლო ტურამდე მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, ლა ლიგის საგზურის გასანაღდებლად მოგება მართებდა, პარალელურად კი თავისი შეხვედრა "ლეგანესს" ვერ უნდა მოეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...
"ხიმნასტიკმა" ჩემპიონატის პირველადგილოსან "ალავესს" აბურჯანიას გარეშე უმასპინძლა, რადგან გიორგი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ფრეს დასჯერდა - 1:1, "ლეგანესმა" კი "მირანდესთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვა, რითაც მეორე ადგილზე გავიდა და ლა ლიგის საგზური გაინაღდა.
ამგვარად, ქართველის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, რაც